აშშ გადასახადების მასშტაბურ ზრდას გეგმავს
აშშ-ში გადასახადების მასშტაბური მატება იგეგმება, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 1993 წლის შემდეგ, გადასახადის უდიდეს ზრდას გეგმავს. კერძოდ, დაგეგმილია გადასახადების ზრდა კორპორაციების, ასევე საშემოსავლო გადასახადის გაზრდა 400 000 დოლარის შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის.
Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, ასეთი ღონისძიება აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამის დასაფინანსებლად, რომელიც სახელმწიფო დახმარების 1/3 პაკეტია და 1.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
ქვეყნის მეთაური ნაწილობრივ გააუქმებს წინა პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 2017 წლის კანონს, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა კორპორაციებს და შეძლებულ მოქალაქეებს. სააგენტო წერს, რომ ამ და სხვა შესწორებებით, ჯო ბაიდენი ცდილობს საგადასახადო კოდექსი უფრო პროგრესული გახადოს.
ამ დროისთვსი არსებული ინფორმაციით, განიხილება კორპორაციებისთვის გადასახადის 21-დან 28%-მდე გაზრდა, შპს-ებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადის ზრდა მოქალაქეებისთვის, რომლებიც 400 დოლარზე მეტ შემოსავალს იღებენ. გარდა ამისა, განიხილება უფრო მარალი განაკვეთი კაპიტალის ზრდის გადასახადზე იმ პირთათვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში არანაკლებ 1 მლნ. დოლარია.
გადასახადების გასაზრდელად სენატის თანხმობის მოსაპოვებლად, დემოკრატებს მინიმუმ ათი რესპუბლიკელის მხარდაჭერა სჭირდებათ.
ცნობისთვის, მარტის დასაწყისში ბაიდენმა ქვეყნის ეკონომიკური მხარდაჭერისკენ მიმართული 1,9 ტრილიონ დოლარიანი ღონისძიებების პაკეტი დაამტკიცა. დოკუმენტი, ამერიკელების დასახმარებლად, გაჭირვებულებისთვის 1,4 ათასი დოლარის პირდაპირ გადახდას ითვალისწინებს. ამასთან, კანონი ასევე ახანგრძლივებს უმუშევრობის შემწეობაზე ყოველკვირეული 300 დოლარის დანამატის გადახდის ვადას 6 სექტემბრამდე. შტატების, რაიონებისა და ადგილობრივი მთავრობების დასახმარებლად 350 მლრდ. დოლარია ჩადებული. ფინანსურ სახსრები ასევე მიმართული იქნება სკოლების და საწარმოების დასახმარებლად, ბანშვებისთვის საგადასახადო შეღავათების გაფართოვების და ასევე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და ვაქცინაციის კამპანიისთვის.