Apple-მა 6 წლის განმავლობაში 100 კომპანია იყიდა
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში Apple-მა 100-მდე კომპანია შეიძინა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა, Apple-ის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ Apple ყოველ სამ კვირაში ერთხელ ახალ კომპანიას ყიდულობს.
Apple-მა ახლახანს გამოაქვეყნა 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომელმაც კვარტალურ მონაცემებში ყველაზე დიდი შემოსავალი $111,4 მლრდ დოლარი აჩვენა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში Apple-ის უდიდესი შენაძენი $ 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციით, ყურსასმენების მწარმოებელი Beats Electronics-ი იყო, რომელიც რეპერმა და პროდიუსერმა დააარსა. კიდევ ერთი გახმაურებული შენაძენი იყო მუსიკის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Shazam, 2018 წელს 400 მილიონი დოლარით.
ყველაზე ხშირად, Apple პატარა ტექნოლოგიურ კომპანიებს ყიდულობს და შედეგ მათ ინოვაციებს ათავსებს საკუთარ პროდუქტებში.
ერთ-ერთი მაგალითია PrimeSense, ისრაელის 3D ზონდირების კომპანია, რომლის ტექნოლოგიამაც ხელი შეუწყო Apple's FaceID- ს. Apple- მა ინვესტიცია განახორციელა back-end ტექნოლოგიაში, iPhone–ის და ან Macbook–ის მომხმარებლებისთვის.– წერს BBC-ი.