მსოფლიო
08/09/2020

Amazon-ზე სათესლე მასალების შეძენას მხოლოდ ამერიკელები შეძლებენ

ჩინეთის საფოსტო მარკით აშშ-ში უნებართვო საიდუმლო პაკეტების გაგზავნამ Amazon-ს პოლიტიკის შეცვლა აიძულა. 

როგორც CNN-ი წერს, 2 სექტემბრიდან, აშშ–ში იკრძალება თესლის რეალიზაცია, რომელიც არის საზღვარგარეთიდან შემოტანილი ან აშშ-ს არამაცხოვრებლის მიერ რეალიზებული.

ახალი პოლიტიკა ვრცელდება როგორც მცენარეებზე, ასევე მცენარეულ პროდუქტებზე.

„თესლის გაყიდვის უფლებას ვაძლევთ მხოლოდ იმ გამყიდველების, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ”, - ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში.

გამყიდველებს, რომლებიც არ დაემორჩილებიან Amazon- ის პოლიტიკას, მათ წინააღმდეგ განხპორციელდება შესაბამისი ზომები, რაც გულისხმობს ანგარიშის გაუქმებას და საიტზე გაყიდვების აკრძალვას.