მსოფლიო
21/03/2023

Amazon კიდევ 9000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

Amazon კიდევ 9000 სამუშაო ადგილს შეამცირებს.

როგორც BBC წერს, ფირმამ, რომელშიც 1,5 მილიონი ადამიანია დასაქმებული მთელ მსოფლიოში, განაცხადა, რომ შემცირება ძირითადად ისეთ სფეროებში იქნება, როგორიცაა ღრუბლოვანი გამოთვლები და რეკლამა. ამასთან, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ხარჯების დაზოგვაა.

იანვარში ფირმამ უკვე გააუქმა 18000 სამუშაო ადგილი.

"რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიისთვის დადებით გავლენას იქონიებს. გაურკვეველი ეკონომიკის გათვალისწინებით ჩვენ ავირჩიეთ უფრო გამარტივებული ვყოფილიყავით ჩვენი ხარჯებისა და პერსონალის რაოდენობაში", - განაცხადა ენდი ჯასიმ.

ბევრი ტექნიკური გიგანტის მსგავსად, Amazon-ზეც აისახა გაყიდვების ბუმი პანდემიის დროს, როდესაც მომხმარებლები სახლში იყვნენ ჩარჩენილი, მაგრამ ახლახან მისი გაყიდვები შენელდა, რადგან მომხმარებლები ნაკლებ დროს და ფინანსებს ხარჯავენ.