Amazon-ი საშობაოდ თანამშრომლების პრემიებზე $500 მლნ-ს დახარჯავს
Amazon საშობაოდ პერსონალის პრემიებზე ასობით მილიონ დოლარს დახარჯავს.
BBC-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პანდემიის პერიოდში ონლაინ გაყიდვები გაიზარდა, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, საწყობის თანამშრომლები, რომლებიც 1-31 დეკემბერს იმუშავებენ სრულ განაკეთზე 300 დოლარს, ნახევარ განაკვეთზე 150 დოლარს მიიღებენ.
”მადლობელი ვარ ჩვენი გუნდების, რომლებიც განაგრძობენ მნიშვნელოვანი საქმის კეთებას საზოგადოებისთვის. როდესაც სადღესასწაულო სეზონის პიკს მიუახლოვდით, გვინდა ამ ფორმით მადლიერება გამოვხატოთ „ფრონტის ხაზზე“ მომუშავე ადამიანების მიმართ“, - დაწერა Amazon–ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დეივ კლარკმა.
კორონავირუსის გამო, კომპანია საწყობებში არსებული სამუშაო პრაქტიკის გამო ინტენსიური კონტროლის ქვეშ მოექცა.
მაგალითად, აშშ-ში ლეიბორისტმა აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ დიდ საცალო ვაჭრობის კომპანიებს, მათ შორის Amazon–ს და Walmart–ს მოუწოდეს, მეტი გააკეთონ მუშების დასაცავად, რადგან სადღესასწაულო პერიოდში Covid-19 შემთხვევების ზრდა აირიდონ.
Amazon-ის თანამშრომლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მათი ჯანმრთელობისა და სამუშაო პირობების შესახებ როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში და ამტკიცებენ, რომ თითქმის შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა.