მსოფლიო
26/02/2021

ახალი კვლევა: Pfizer ვაქცინის ერთი დოზა მკვეთრად ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს

ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ახალი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ Pfizer-BioNTech– ის კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს.

კემბრიჯის ადენბრუკის საავადმყოფოს დასკვნებმა მიუთითა, რომ Pfizer ვაქცინა 75%–ით ეფექტურია, რაც ნიშნავს, რომ ის ხელს შეუწყობს ინფექციების რაოდენობის შემცირებას.

შედეგები ასევე მიუთითებს ასიმპტომური კოვიდური ინფექციის რისკის ოთხჯერ შემცირებას, ჯანდაცვის მუშაკებში.

”ჩვენი დასკვნებით გამოჩნდა პოზიტიური მაჩვენებელი ჯანდაცვის უსიმპტომო მუშაკებში, Pfizer-BioNTech ვაქცინის ერთჯერადი მიღების შემდეგ”, - თქვა კემბრიჯის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სპეციალისტმა ნიკ ჯონსმა.

Businesspartner