მსოფლიო
15/09/2020

$961-იანი დამცავი ფარი Louis Vuitton–ისგან

Louis Vuitton-მა $961-იანი სახის ფარი გამოუშვა, რომელზეც ბრენდის მონოგრამაა გამოსახული, ფარის გარშემო კი ოქროს საკინძებია.

ნაჭერი Louis Vuitton-ის 2021 წლის საკრუიზო კოლექციის ნაწილია და მსოფლიოს მაღაზიებში 30 ოქტომბერიდან გაიყიდება.

როგორც Instyle–ის სტატიაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ COVID19-ის გამო, ზოგიერთი ინდუსტრია უკან მიდის და მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, ძვირადღირებული ბრენდები არ ერიდებიან მსგავსი სიახლეების შემოთავაზებას. სოციალურ მედიაში, ასეთ ფასს უარყოფითად განიხილავენ.