მსოფლიო
18/01/2021

620 კილომეტრი საათში – ჩინეთმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინა

ჩინეთმა ახალი ჩქაროსნული მაგლევის მატარებლის პროტოტიპი წარადგინა, რომელსაც CNN–ის ინფორმაციით, საათში 620 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

21 მეტრის სიგრძის მატარებელი მაღალი ტემპერატურის სუპერგამტარ (HTS) სიმძლავრით მუშაობს, ერთი შეხედვით ეს მაგნიტიზირებულ ლიანდაგებზე მოძრაობას გავს. მატარებლის პროტოტიპი მედიას სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, 13 იანვარს წარუდგინეს, რომლის საჩვენებლად უნივერსიტეტის მკვლევარებმა 165 მეტრიანი ტრასა სპეციალურად ააშენეს, – წერს Xinhua News.

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი მდებარეობს, რომელიც გადაჭიმულია 37,000 კილომეტრზე.

ქვეყნის პირველ ჩქაროსნულ მატარებელზე მუშაობა 2003 წელს დაიწყო. მაქსიმალური სიჩქარით, 431 კილომეტრი საათში მოძრაობს მატარებელი, რომელიც აკავშირებს შანხაის პუდონგის აეროპორტსა და ლონგიანგის გზას შანხაის აღმოსავლეთ ნაწილში. – ნათქვამია სტატიაში.

 

ფოტო: CNN

Businesspartner