მსოფლიო
30/01/2021

10 ყველაზე დატვირთული ავიამარშრუტი იანვარში

მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საერთაშორისო მარშრუტი დუბაი-ლონდონია, - რეიტინგი ყველაზე დატვირთული მარშრუტების შესახებ გლობალური მოგზაურობის მონაცემთა პროვაიდერმა, OAG-იმ გამოაქვეყნა.

როგორც OAG მიათითებს სავარაუდოდ, გაერთიანებული ემირატების მიერ ბრიტანეთის საკარანტინო სიიდან ამოღების ფაქტი გავლენას ახდენს  მარშრუტების მოთხოვნაზე.

OAG ასევე აქვეყნებს ყველაზე დატვირთული რეგიონალური და შიდა მარშრურტების რეიტინგსაც.

10 ყველაზე დატვირთული შიდა მარშრუტების რეიტინგში, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, აზიის რეგიონი ლიდერობს. მსოფლიოს 9 ყველაზე მთავარი შიდა მარშრუტი აზიაში მდებარეობს. სამი ჩინეთში, სამი იაპონიაში, ხოლო დანარჩენი სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და ინდონეზიაში. საუდის არაბეთის ყველაზე დატვირთული შიდა მარშრუტი ჯიდასა და რიადს შორის მე-9 ადგილზეა.

 

Businesspartner