ჯანდაცვა
03/03/2023

საქართველოში შვილის გაჩენისას დედის საშუალო ასაკი 28.5 წელია

საქართველოში შვილის გაჩენისას დედის საშუალო ასაკი 28.5 წელია - ეს საქსტატის მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემია, რომელიც 2021 წლის მაჩვენებლებს ასახავს.

ათი წლის წინ მშობიარე ქალის საშუალო ასაკი 25.9 წელი იყო. სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს 45 946 ქალმა იმშობიარა, მათგან ოცზე ნაკლები ასაკის 2 392 ქალი იყო, 20-დან 24 ასაკის – 10 101, ყველაზე ბევრი – 14 112 მშობიარობა 25-დან 29 წლამდე ასაკის ქალებზე მოდის, 30-დან 34 წლის ასაკში ბავშვი 11 773 ქალმა გააჩინა, 35-დან 39 წლია ასაკში – 5 901-მა, 40-დან 44 წლის ასაკში – 1 477-მა, ხოლო 45 წლის ასაკის ზემოთ – 45-მა ქალმა.

30 წლამდე ასაკის კატეგორიაში შვილის გაჩენის ასაკი ბოლო წლების განმავლობაში მცირდება, 30-დან 40 წლამდე ასაკში კი იზრდება.

jandacva.ge

Businesspartner