ჯანდაცვა
27/02/2023

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ "ჰოლდინგურ შეთქმულებებს" უპირისპირდება

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კონტროლისა და ჯარიმების გამკაცრებას აანონსებს. მისი თქმით, მართალია, კომპანიები წინა კვირაში დაუბრუნდნენ წინა პერიოდის ფასებს, თუმცა მედიკამენტებზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება. მინისტრმა ასევე ისაუბრა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ჰოლდინგებსა და კომპანიების დომინანტურ მდგომარეობებზე.

როგორც მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდრომის შემდეგ განაცხადა, 15 თებერვლიდან ძალაში შევიდა რეფერენტული ფასები მედიკამენტების ნაწილზე, თუმცა როცა კონკრეტულ აფთიაქებში და სამწუხაროდ, მათ უმრავლესობაში იმ მედიკამენტებზემ რომლებზეც არ იყო გავრცელებული რეფერენტული ფასები, და ასევე თურქეთიდან შემოსულ წამლებზე დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი გაძვირება

„საქმე გვაქვს დიდი ალბათობით შეთანხმებულ მოქმედებებთან და ეს სამწუხარო ფაქტი ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, რომ მრამდენიმე ჰოლდინგი არის დომინანტი ფარმაცევტულ ბაზარზე, მთლიანად სამედიცინო ბაზაზრზე და ნებისმიერი ფასის თუ შეზღუდვის, დეფიტციტის თუ ა.შ. ცვლილებების და ძალიან სამწუხარო ფაქტების შესაძლებლობა აქვთ.

მინდა დავაფიქსირო ჩვენი მკაცრი პოზიცია – სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი. რეგულაციაში შესაბამისი ცლვლილებებით უკვე მივმართეთ მთავრობას, მივმართავთ პარლამენტს, ჩართულია კონკურენციის სააგენტო. ჩვენი რეაგირება და მიდგომა იქნება ყოველთვის მკაცრი მსგავს ფაქტებზე, რადგან ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე როიგოდც ფარმაცევტულ, ისე სამედიცინო სექტორში დ ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რომლებიც გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას მოჰყვა. ჩვენ მივყვებით რეფორმას, რაც  ფარმაცევტულ ბაზარზე და სამედიცინო სექტორში მკაცრად გაწერილი გვაქვს, მას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და ამ რეფორმის ნაწილი, რაც ყველაზე რთული და მკვეთრი იქნება ჩვენი მხრიდან, ეს იქნება ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ და მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ამ რეფორმაზეც და  ფგსწარმოქმნა იქნება სამართლიანი და ბაზრის მონაწილეებიც ერთმანეთთან იქნებიან კონკურენტულ გარემოში და შეუძლებელი იქნება ორი და სამი ჰოლდინგის შეთანხმებისას  ბაზარზე რაოიმე გადაწყვეყტილების მიღება და რაიმე ზემოქმედების მოხდენა,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დღეს სამი ჰოლდინგი და ერთი კომპანია საცალო ფარმაცევტული ბაზრის 90%-ზე მეტ ფლობს. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ ოთხი მოთამაშის მფლობელობაშია როგორც იმპორტიორი, ისე დისტიბუტორი კომპანიები და მათ საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ბაზარზე.

მინისტრის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეა ის რეფორმები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო და რომლებმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს ისეთ ვითარებამდე, რომელშიც კომპანიების მარკეტინგი და საქმიანობა იქნება კეთილსინდისიერი, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკურენტული.

|როცა აროის ჯანსაღი კონკურენცია, მსგავსი შეთანხმებებით, ვიტყოდი კარტელური შეთანხმებები, რასაც ისინი ცდილობენ, ვერ მიიღწევა,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, წინა კვირის განმავლობაში ხელოვნურად გაზრდილი ფასები დაუბრუნდა ძველ ნიშნულს, თუმცა სამინისტრო მაქსიმალურად იზღვევს თავს და შესაბანის ცვლილებებს გეგმავს, რათა გაიზარდოს ჯანდაცვის სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს როლი ფარმაცევტულ ბაზარზე.

„ის ჯარიმები თუ რეაგირება, რაც გვქონდა, კიდევ უფრო გამკაცრდება და გაფართოვდება ჩენი კონტროლის და რეგულირების არეალი,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

jandacva.ge