ჯანდაცვა
20/04/2023

ანზორ მელია DRG-ზე: „ვინც პატიოსნად მუშაობს, მისთვის ეს პროგრამა კარგია

2019 წელს ამოქმედებული 520-ე დადგენილების შედეგად მიღებული ზარალის გამო კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ კარდიოქირურგიის განყოფილება დაიხურა, DRG-ს ამოქმედების შემდეგ კი, ამ განყოფილების განახლების შესაძლებლობა გაჩნდა, რადგან ტარიფები მისაღებია და კარდიოქირურგიის გამართული ფუნქციონირების საშუალებას იძლევა.

ამის შესახებ jandacva.ge-ს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დირექტორმა ანზორ მელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა 520-ე დადგენილებამ, რომლის მიზანიც ტარიფების გათანაბრება იყო, ფასები ძალიან შეამცირა. მაგალითად, კარდიოლოგიური ოპერაცია, რომელიც 12500 ლარი ჯდებოდა,  8500 ლარად შეფასდა. შედეგად, მელიას თქმით, კარდიოქირურგიული განყოფილება წამგებიანი გახდა და 50 ოპერაციაში 248 ათასი ლარის ზარალი დაუფიქსირდათ, რასაც კლინიკის ბუღალტრების მხრიდან ფინანსური დოკუმენტაციის შედგენის ხარვეზები დაემატა და შედეგად, გასული წლის ნოემბერში კარდიოქირურგიული განყოფილება დაიხურა. თუმცა, როგორც მელია ამბობს, სამ თვეში ეს მიმართულება მუშაობას განაახლებს, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება უკვე ემზადება.

ანზორ მელიას განცხადებით, „დიარჯის“ მეთოდოლოგია, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა, სამართლიანია, მან უკვე გამოიწვია პაციენტების მიერ თანაგადახდების შემცირება და მისი კლინიკის შემთხვევაში ამ სისტემას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.

„იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ღარიბია, ნამდვილად კარგი ტარიფებია, რაც ხარისხიანი მომსახურების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის ფინანსდება ხარისხიანი სტენტები და სხვა სახარჯი მასალა. ანაზღაურებაც კარგად ხდება. ძალიან კმაყოფილი ვარ. შეზღუდულები არ ვართ კვლევების ჩატარებაში. ვინც პატიოსნად მუშაობს, მისთვის ეს პროგრამა კარგია. პაციენტის ყიდვას და ფულის კეთებას კი არავინ გაპატიებს. თუ 4 საათი იწვა ავადმყოფი, უნდა დაწერო 4 საათი და ამას აანაზღაურებს სახელმწიფო. თანაც ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად გვეხმარება ახალი სისტემის დანერგვაში – პასუხობენ ჩვენს შეკითხვებს და ხელს გვიწყობენ,“ – განაცხადა ანზორ მელიამ.

 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023