ჯანდაცვა
23/06/2023

აგვისტოდან კლინიკების შემოწმების ახალი, ელექტრონული მექანიზმი ამოქმედდება

აგვისტოდან ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შემოწმების ახალ ელექტრონულ მექანიზმს აამოქმედებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ამ საკითხზე მინისტრმა იმ ფაქტების კონტექსტში გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისივე თქმით, ონკოპაციენტების მკურნალობის პერიოდში გამოვლინდა. 
კერძოდ, ზურაბ აზარაშვილის თქმით, დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტები, როცა კლინიკა ორიენტირებულია, მაქსიმალურად მიიღოს თანხის ის ლიმიტი, რაც ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფოს აქვს განკუთვნილი. 
„ამის გამკეთებლებს არანაირი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ აქვთ, რადგან ეს თანხები, რომლებსაც ისინი ითვისებენ ასეთი თაღლითური და არაკეთილსინდისიერი გზით, სხვა პაციენტებს აკლდებათ,“ - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ამ და სხვა დარღვევებზე კონტროლს, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სამინისტრო მაქსიმალურად მუშაობს, აგვისტოდან კი ახალი სისტემა შემოდის. 

„შემოდის ელექტრონული სისტემა, რომელშიც გამჭვირვალედ ჩანს, ვინაა პაციენტი, რომელ კლინიკაში იმყოფება, რა დიაგნოზები აქვს დასმული, როგორ მკურნალობენ. კონტროლის და ანალიტიკის მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ აღარ მოხდეს მსგავსი შემთხვევები. თუ მენტალურად არ ჩავერიეთ და არ შევთანხმდით, რომ მსგავსი მიუღებელია, დაუშვებელია და რომ სახელმწიფო და სამინისტრო იმისთვის არაა, რომ ბიუჯეტი ასეთი არაკეთილსინდისიერი გზით ვინმემ მიითვისოს, სხვა შემთხვევაში ამას ვერ გამოვასწორებთ,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ახალი სისტემის შესახებ საუბრობს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც. მაია მახარაშვილის თქმით, ელექტრონული ჩანაწერის პრინციპი ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს, პაციენტის შესახებ ჩანაწერებს ლაივ-რეჟიმში ადევნოს თვალი და ამით დოკუმენტაციის გაყალბების ან დამალვის რისკი გამოირიცხოს.

„რეგულირების სააგენტო ამოწმებს სამედიცინო ბარათებს, მონიტორს შეუძლია ყოველდღიურად შემოვიდეს და მიმდინარე პაციენტი შეაფასოს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. აგვისტოდან კი სავალდებულო ხდება სამედიცინო ბარათის ელექტრონული გადაგზავნა და ლაივ-რეჟიმში შეუძლია ნახოს იქითა მხარემ პაციენტთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია,“- განმარტა მახარაშვილმა.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023