ფინანსები
03/02/2021

ვაჭრობა ახლებურად - რამდენით და ვინ ვაჭრობს Bmatch პლატფრომაზე

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Bmatch-ზე ამ დროისთვის ეროვნული ბანკი, 15 კომერციული ბანკი, 5 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთი ქართული არასაბანკო კომპანია "მაგთი" და ერთი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი მონაწილეობს.

„ეს შედარებით ახალი პლატფორმაა და მისი არსი არის ის, რომ გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით. მნიშვნელოვანია, რომ გარიგება იდება ავტომატურად მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში. რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო და ოპტიმალური კურსით. ეს არის ის მახასიათებლები, რომლებმაც მყიდველებს და გამყიდველებს შორის ყველაზე სარფიანი გარიგებები უნდა უზრუნველყონ,“ - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, Bmatch-ზე დაიდო 3 873 გარიგება და საერთო მოცულობამ 514 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან არასაბანკო მონაწილეებმა დადეს 1 348 გარიგება საერთო მოცულობით 168 მლნ დოლარი, რაც მთლიანი ბრუნვის 33%-ს შეადგენს.

„მინდა განსაკუთრებით მსხვილ კომპანიებს მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ამ პლატფორმაზე. ჩვენ რამდენიმე კომპანიამ უკვე მოგვმართა და ეს პროცესი გრძელდება,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020