
TOP-5 ბანკი კაპიტალზე მომგებიანობით - ROE
საბანკო სექტორი 2023-შიც კაპიტალზე მომგებიანობის >20%-იან ტრენდზე გასვლას ვარაუდობს. რასაც ეროვნული ბანკიც (სებ) პროგნოზირებს.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, რომ სექტორი 2022 -ის და 2021-ის შედეგს 2023-შიც გაიმეორებს.
მისი თქმით, 2021 წელს 2020-თან შედარებით ბანკების მომგებიანობა მაღალი იყო, საბაზო ეფექტით. სტაბილური ზრდა ბაზარმა 2022-შიც შეინარჩუნდა და წელსაც ასეთი მოლოდინია.
ამასთან აღნიშნა ნახევარწლიური დივიდენდების გაცემაზე, რაც წლის მე-2 ნახევარშიც მოსალოდნელია, თუმცა გრაფიკს დივიდენდის გამცემის ბანკი განსაზღვრავს.
H1/2023-ის მდგომარეობით, სექტორის უკუგება კაპიტალზე 26.7%-ია. ბაზარზე ოპერირებადი 15 ბანკიდან, 12-ის კაპიტალი მომგებიანია, მ.შ. სანქცირებული ვითიბიც. მცირედი ზარალი აქვს "პაშას" და "სილქ ბანკს". ციფრული პეისერას უარყოფითი კოეფიციენტი კი -34%-ს აღემატება.
TOP 5 ბანკი კაპიტალზე მომგებიანობით (ROE)
& მოგებით (გადასახადის გადახდამდე და გაუთვალისწინებელ შემოსავალ–ხარჯებამდე)
ROE % | მოგება/₾000 | |
საქართველოს ბანკი | 38,14 | 723,467 |
თიბისი ბანკი | 25.28 | 541,849 |
ლიბერთი ბანკი | 16.17 | 43,176 |
ბაზისბანკი | 12.13 | 33,355 |
პროკრედიტ ბანკი | 16.65 | 28,439 |
წყარო: კომერციული ბანკები (ანგარიშგება GAAP-ით)