ფინანსები
18/09/2023

თიბისის მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP იწყება

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, DATA BOOTCAMP გრძელდება და ზუგდიდში, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, BOOTCAMP-ი 28
სექტემბერს დაიწყება და 7 დღე გაგრძელდება.


ბანაკის შემაჯამებელ დემო დღეზე მონაწილეები წარადგენენ პრეზენტაციებს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მონაწილეებს შორის, თიბისი, ხუთ რჩეულ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.


DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ეტაპობრივად ჩატარდება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ბანაკი უკვე გაიმართა გურჯაანში და თიბისის რჩეულმა მონაწილეებმა თიბისის Data Academy-ში წარმატებით გაიარეს ორკვირიანი გადამზადება.

თუ გსურს გახდე ზუგდიდის DATA BOOTCAMP-ის მონაწილე, მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის - AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით გაიარე რეგისტრაცია 21 სექტემბრის ჩათვლით.


თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე
ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.