თიბისის გერმანიის ბაზარზე შესვლა 4 მლნ უჯდება
თიბისი ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს. Space გერმანიის ბაზარზე უკვე წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება.
საერთაშორისო ბაზარზე შესვლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება.
Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ გადახდებს შესთავაზებს.
სფეისის მომსახურების მიღება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი.
Space ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე იქნება ფოკუსირებული.
გერმანიის ბაზარზე გასვლამდე, Space და პარტნიორი ბანკი გერმანული რეგულატორის მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ.
გერმანულ ბაზარზე ნეობანკის მოდელის წარმატებით ამოქმედების შემდეგ, Space სხვა ევროპული ბაზრების შესაძლებლობებსა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებს შეისწავლის.