ფინანსები
18/10/2021

თიბისის აქციების ფასი 2-წლიან მაქსიმუმზეა

თიბისი აქციები 2019 წლის ივნისის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულზეა. ორშაბათის ვაჭრობაზე ქართული საბანკო ჯგუფის თითო აქციის ფასი 15.16 ფუნტს შეადგენს.

თიბისის აქციები 2020 წლის ოქტომბერში 9.55 ფუნტი ღირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურად აქციები 59%-ით არის გაძვირებული. 18 ოქტომბრისთვის ქართული ბანკის კაპიტალიზაცია 826.2 მლნ ფუნტია.

გასული კვირის ბოლოს თიბისი აქციები დაიხურა 14.98 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.90% წინა კვირასთან შედარებით და +8.08% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 111 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.26 - 14.98 დიაპაზონში.

 

 

Businesspartner