ფინანსები
29/02/2020

თიბისი უზბეკეთში საბანკო საქმიანობის დაწყებას ზაფხულისთვის გეგმავს

თიბისი უზბეკეთში საბანკო საქმიანობის დაწყებას ზაფხულისთვის გეგმავს. ბანკის გენერალური დირექტორის თქმით, წლის ბოლოს ქართულ ბანკს ტაშკენტში 20 ფილიალი ექნება, მომავალ წელს კი, სხვა დიდ ქალაქებშიც გაფართოვდება.

„ამბიციური გეგმები გვაქვს. გვინდა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 10 მლნ მომხმარებელი გვყავდეს. დღეს უზბეკეთის ბაზარზე ოპერაციების გათვალისწინებით უკვე 3.8 მლნ მომხმარებელი გვყავს, 3 წელში გვინდა 3-ჯერ დიდი კომპანია გავხდეთ, მაგრამ ცოდნის ცენტრი გვინდა საქართველოში იყოს“, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მისი თქმით, ეს იმის კარგი მაგალითია რომ თიბისის უცხოეთში გააქვს ცოდნის და სერვისების ექსპორტი.

„მომდევნო წლებში გვინდა უზბეკეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც გავიდეთ, – აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, თიბისი ბანკმა უზბეკეთში საბანკო ლიცენზიის მისაღებად პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა