ფინანსები
13/03/2020

თიბისი საშეღავათო პროცედურების დამუშავებას მომავალი კვირიდან დაიწყებს

თიბისი ბანკი საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავება მომავალი კვირიდან დაიწყებს.
ბანკის ცნობით, შეღავათებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

"თიბისი ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდება, ისე, რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა და საშეღავათო პირობებზე კომუნიკაცია მოხდება ინდივიდუალურად", - განმარტავენ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ თიბის ბანკმა ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზოს.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022