ფინანსები
25/10/2021

თიბისი კაპიტალი: სამომხმარებლო სესხების ზრდის ნორმალიზების მოლოდინი ნაადრევი აღმოჩნდა

თიბისი კაპიტალი: სამომხმარებლო სესხების ზრდის ნორმალიზების მოლოდინი ნაადრევი აღმოჩნდა

“თიბისი კაპიტალის“ განახლებული ანგარიშის მიხედვით, სექტემბრის საბანკო დაკრედიტება კვლავ ძლიერი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია კორპორატიულ სეგმენტში აქტივობის მატება, რაც ეკონომიკის მაღალი ზრდის გამო, ძირითადად მარაგების შევსებით იყო განპირობებული.

მოთხოვნა ასევე ძლიერი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. თუმცა, საცალო სესხების მხრივ, სამომხმარებლო სესხების ზრდის ნორმალიზების მოლოდინები ჯერჯერობით ნაადრევი აღმოჩნდა და სექტემბერი კვლავ მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩა.

რაც შეეხება იპოთეკურ დაკრედიტებას, “თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის თქმით,  მოლოდინებთან შესაბამისი იყო, სადაც წლიურმა მატებამ მცირედით იკლო, თუმცა მხოლოდ წინა წლის სექტემბრის მაღალი საბაზო ეფექტის გამო. სესხების სავალუტო კომპოზიციის კუთხით, აღსანიშნავია, რომ ლარის წილმა წინა თვეებთან შედარებით მცირედით მოიმატა.