ფინანსები
13/03/2020

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სპეციალურ პირობებს სთავაზობს

კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

კომპანიის ცნობით, თუკი აუცილებლად გიწევთ საზღვარგარეთ მოგზაურობა და შეიძენთ სამოგზაურო პოლისს, რომლის სადაზღვევო პერიოდი დაემთხვევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული COVID-19-ის პანდემიის პერიოდს, პოლისით გათვალისწინებულ სტანდარტულ დაფარვებთან ერთად, სადაზღვევო შემთხვევის დროს, კლიენტი პირობებით ისარგებლებს:

  • პოლისში დაფიქსირებული ფრანშიზის მიუხედავად, ყველა შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ანაზღაურდება ფრანშიზის გარეშე;
  • საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში დაზღვეულებს შეგიძლიათ REDMED აპლიკაციით ნებისმიერი ექიმის ვიდეო ან აუდიო კონსულტაციით ისარგებლოთ, რაც ასევე ანაზღაურდება ფრანშიზის გარეშე;
  • REDMED-ის ან ადგილობრივი ექიმის დანიშნულებით ანაზღაურდება გაციების და/ან გრიპის დროს საჭირო 7 დღის მოხმარების მედიკამენტები.

გარდა ამისა, თუ უკვე გაქვთ შეძენილი თიბისი დაზღვევის სამოგზაურო პოლისი, იმყოფებით საზღვარგარეთ, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების გამო პოლისის ამოწურვამდე ვერ ბრუნდებით საქართველოში, თიბისი დაზღვევა სამოგზაურო პოლისს 14 დღით, დამატებითი თანხის გარეშე, გაგიხანგრძლივებთ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
01

16/12/2022
ეკონომიკა

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
02

21/04/2023
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
03

04/03/2021
ტურიზმი

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება
04

08/11/2022
ენერგეტიკა

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  
05

23/09/2021
ტურიზმი

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ელექტრომობილები მოემსახურება
06

30/04/2021