ფინანსები
25/10/2021
TBC BANK PLC-ი FTSE 250 ინდექსში ბრუნდება
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250 ინდექსში ბრუნდება. ლონდონის ბირჟის ინფორმაციით, ცვლილება ძალაში 27 ოქტომბრიდან შევა.
შესაბამისად, ქართული საბანკო ჯგუფი ლონდონის ბირჟის მე-2 უმსხვიელს ინდექსში იქნება, რომელიც სიდიდით 101-დან 350-მდე კომპანიას აერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ თიბისიმ FTSE 250 ინდექსიდან მაისიდან Wickes Group-ის (დიდი ბრიტანეთი) Travis Perkins-დან (დიდი ბრიტანეთი) გამიჯვნის და ფიქსირებული ინდექსების ხელახალი რანჟირების შემდეგ, მცირე საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიების FTSE SmallCap ინდექსში გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ TBC PLC-მ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში 2017 წლის ივნისში შევიდა.
დღეისათვის თიბისის კაპიტალიზაცია 861,5 მლნ ფუნტს აღწევს.