ფინანსები
05/11/2021

SOLO სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან One to One ფორმატში შეხვედრების სერიას იწყებს

SOLO მუდმივად ცდილობს საკუთარი მომხმარებლების ინტერესების შესწავლას და შესაბამისი აქტივობების შექმნას, რის ფარგლებშიც ახალ მასშტაბურ პროექტს - SOLO one to one-ს იწყებს. რაც გულისხმობს იმას, რომ SOLO მომხმარებლებს მათთვის საინტერესო სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან ინდივიდუალური შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობა აქვთ.

ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, მსახიობის ხელოვნება, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება - თუ ამ და სხვა სფეროებიდან რომელიმე როგორც პროფესიულ, ისე ჰობის დონეზე გაინტერესებთ, SOLO One to One-ის ფარგლებში შეძლებთ შეხვდეთ თითოეულ მიმართულებაში ცნობილ და წარმატებულ პროფესიონალებს, მოისმინოთ მათი რეკომენდაციები და განიხილოთ მრავალფეროვანი საკითხები. 

პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ შეავსოთ განაცხადი და მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოთ შეხვედრა.

SOLO One to One-ის ნოემბრის თვე დაეთმობა ინდივიდუალურ შეხვედრებს 3 სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც სამი ცნობილი და ამ სფეროში წარმატებული პირი ჩაატარებს. ესენი არიან: მუსიკა - შეხვედრა ნიკოლოზ რაჭველთან, ქოუჩინგი - რუსუდან კვაჭანტირაძე Ericson Coaching International-ის ქოუჩი და მენტორი. რესტორნის მართვის პრინციპებზე კი საინტერესო ინფორმაციას დაინტერესებულ SOLO-ებს ცნობილი შეფი- ქეთი ბაქრაძე გაუზიარებს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე 

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს