ფინანსები
18/01/2023

სესხები 2027 წლამდე არ გაიაფდება

სასესხო განაკვეთები გაიზრდება, საკრედიტო აქტივობა შემცირდება, სავალუტო რესურსი გაძვირდება და გაიაფებას უახლოესი 4-5 წელში არ უნდა ველოდოთ. შეცვლილ მოლოდინებზე საბანკო ასოციაცის პრეზიდენტმა ბიზნეპარტნიორში ისაუბრა.

საბანკო სექტორს სახსრები ჭარბად აქვს. განთავსება უძვირდება მხოლოდ. ლარიზაცია უძვირებს, რაც 2023 წელსაც პრიორიტეტად რჩება. განთავსება, იგივე კონვერტირება ხარჯიანია, სვოპით გაალარებს თუ სხვა ინსტრუმენტით.

ალეკო ძმნელაძემ უპრეცედენტო სტატისტიკაზე აღნიშნა: პირველად აჭარბებს დეპოზიტების პორტფელი სასესხოს. 43 მლრდ ლარამდეა. ე.ი სექტორს საკმარისზე მეტი სახსრები აქვს და მოზიდვაში სექტორი აქტიური არ არის. (ლარში წლიური სადეპოზიტო განაკვეთი 11%-ის ფარგლებშია, აშშ დოლარში 1-1,1%).

რას ველოდებით 2023 წლისგან? საბანკო სექტორის ატქივობა შენელდება. 2022-ის მონაცემებით. სექტორის საერთო ზრდა 13%-მდეა და 2023-ში დაიკლებს, როგორც 2021-თან, ისე 2019 წელთან შედარებით. უკეთეს შემთხვევაში დაპაუზდება. სასესხო განაკვეთები 2018/2019 წლების დროინდელს აღარასოდეს დაუბრუნდება. ნუ, მომდევნო  4-5 წელში ცალსახად არა.

რამ მიგვიყვანა აქამდე? პოსტპანდემიური პერიოდის მოლოდინები, მოულოდნელმა ომმა შეცვალა. მოვლენები სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი ხდება. სანქციების ყოველი ახალი პაკეტი ლოჯისტიკურ გადანაწილებას და მოლოდინებს ცვლის, გლობალურად და არამარტო საქართველოში.

2021 -იდან ლარის სასესხო განაკვეთები გაიზარდა, 2022 წელს სავალუტოზეც მოიმატა. რაც მისი თქმით პირდაპირი მანიშნებელია, რომ ბიზნესს, ასევე ფიზიკურ პირებს მაღალ პროცენტებთან  ადაპტაცია, შემოსავლებლიანობის და ბიუჯეტირების ახალ რეალობაზე გადაწყობა სჭირდება

მოგების გადასახადის სტრუქტურის ცვლილების გარდა, ფისკალურ წნეხს ზრდის IFRS-ზე (ფასს - ანგარიშგების საერთაშორისო სისტემა) გადასვლა. გადასახდელი აბსოლუტურ მაჩვენებელში უფრო მეტი იქნება. ესტონური მოდელის გაუქმებამაც ფინანსური  ხარჯი მოითხოვა.

საგადასახადო ტვირთი რომ მომხმარებელზე გადავა, ამის პირდაპირ თქმა  ბანკების ლობს გაუჭირდა, - „არ იქნება სწორი, პირდაპირ ვისაუბროთ, რომ  მომხმარებელს გადაეკისრება“.

თუმცა პირდაპირ აცხადებს, რომ სექტორი ბოლო წლებში შეკავებული  ხარჯების ოპტიმიზაციას დაიწყებს. რაც არ გაუკეთებია კრიტიკულ ლოქდაუნშიც კი. ასევეა სხვა ხარჯები, მ.შ.  გაციფრულების ნაწილში.

მისი თქმით, ასე რომ ტვირთის გარკვეული ნაწილი გარკვეულ შემოსავალში აისახება, თუმცა ეს იქნება საპროცენტო განაკვეთები თუ საოპერაციო შემოსავლები, ამაზე საუბარი ნაადრევია“.

სასესხო განაკვეთების ცვლილება ძირითადად ინფლაციაზეა დამოკიდებული. ინფლაციის შემცირებას კი ზაფხულიდან ელიან, როცა სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა მიეცემა. მანამდე კი მპ განაკვეთი იმდენად მკაცრია (11%), რომ აღარ გამკაცრდება. განაკვეთი პირდაპირ ზემოქმედებს ეკონომიკური ზრდაზე და შესაბამისად  განაკვეთის აწევა მეტად საზიანო იქნება ეკონომიკისთვის.

 

 

Businesspartner