ფინანსები
22/06/2023

სებ-მა მიკრობანკების ლიცენზირების წესები დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესები დაამტკიცა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.  ბრძანება 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. 

დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით  რეგისტრირებულ  იმ  იურიდიულ  პირზე,  რომელიც აკმაყოფილებს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს.

უცხოური კომერციული ბანკის შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება გამარტივებული წესით განხორციელდეს, თუ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ განსაკუთრებულად სანდო ბანკის შვილობილი კომპანია, რომელსაც აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალობის მაღალი დონე.

ამავე ბრძანების მიხედვით, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი. გარდა ამისა, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.
 
ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
 
მიკრობანკების ლიცენზირების წესებით, ასევე მათ მიერ ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების, პილარ 3-ის მოთხოვნების დაცვის და ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნის წესებით სებ-მა განსაზღვრა  მარეგულირებელი ნორმები, რომელთა დაცვაც აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტებს მოუწევთ.

"ლევერიჯის კოეფიციენტი წარმოადგენს მარტივ მაჩვენებელს და გამოიყენება რისკებზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შემავსებლად. მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზანია საბანკო სექტორში ჭარბი ლევერიჯის დაგროვების თავიდან არიდება.

ამ დებულებით განსაზღვრული ლევერიჯის კოეფიციენტი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ განსაზღვრულ ჩარჩოს. თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება,  მიკრობანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი) შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებით, 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს  საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების შესახებ 575/2013 რეგულაციითა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს  საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ 2013/36 დირექტივით.

მიკრობანკს უნდა გააჩნდეს ჭარბი ლევერიჯის იდენტიფიკაციის, მართვისა  და მონიტორინგის შიდა პოლიტიკა და პროცედურები,"-აღნიშნულია საკანონდმებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023