ფინანსები
22/06/2023

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა აირჩიეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა აირჩიეს.

„ხმათა უმრავლესობით საბჭომ დამიჭირა მხარი და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. შვიდი წევრიდან ხუთმა მხარი დამიჭირა და ორმა თავი შეიკავა, ყველას მადლობას ვუხდი.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საბჭომ დამიჭირა მხარი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში ვუხემძღვანელებ ამ ინსტიტუციას, სადაც მუშაობს ძლიერი პროფესიონალთა გუნდი,“-აღნიშნა ნათია თურნავამ.