ფინანსები
28/09/2020

სებ-ი საპენსიო ფონდის საინვესტიციო დოკუმენტზე: ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკას

საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს ეროვნული ბანკი დადებითად აფასებს.

„ჩვენ დეტალურად შევაფასეთ ეს დოკუმენტი, აქტიურად ვიყავით ჩართული მისი შემუშავების პროცესში. ვფიქრობთ, ის სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკასაც,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის უფროსმა.

სალომე სხირტლაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ზედამხედველი იქნება და მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობას გაუწევს მონიტორინგს.

„ჩვენი როლი საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობაა. რაც გულისხმობს იმას, რომ ეროვნული ბანკი გაუწევს მოიტორინგს საპენსიო საგენტოს საინვესტიციო სამსახურის საქმიანობას, რამდენად შეესაბამება საქმიანობა დადგენილი რისკების ბიუჯეტს და ლიმიტებს.“-განმარტა სალომე სხირტლაძემ.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის ოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი გამოქვეყნების დაანონსებული თარიღი კი რამდენჯერმე შეიცვალა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022