ფინანსები
31/01/2023

სებ-ი მპ-ს არა, მაგრამ სასესხო რეგულაციებს შეამსუბუქებს

ბაზარი სებ-ის ოთშაბათის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისგან (მპკ) პოლიტიკის არა, მაგრამ სასესხო რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილებას ელის. რომ შენელებული საკრედიტო აქტივობა სტიმულირდეს.

ექსპერტები და საინვესტიციო ბანკირები, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის მოთოკვის სებ-ის მონდომებას მაინცდაამაინც არ იწონებენ.

არაპროგნოზირებად, მიდმივად ცვალებად გარემოში, ომით შექმნილი საფრთხეების პირობებში, როცა რეგიონში სიტუაცია  ნებისმიერ დროს შესაძლოა აყირავდეს, დაცვის მთავარი  ხაზი  2-ნიშნა ეკონომიკური ზრდის  ხანგრძლივად შენარჩუნებაზე უნდა გავიდეს.ზრდა უნდა გახდეს მდგრადი. საქართველომ  შექმნილი შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს, -  ქვეყნის რეგიონული ჰაბის პერსპექტივაზე ირაკლი ჟვანიამ (ქუდოს ჯორჯიას პარტნიორი) „ბიზნესპარტნიორში“ (საზმაუ) ისაუბრა.

აღნიშნა აქტივობის ზრდის შესაძლებლობებზე, მითუმეტეს რომ გაწყვეტილი ლოჯისტიკური ჯაჭვები მეტ-ნაკლებად აღდგენილია და ნავთობის ფასიც დასტაბილურებული.

ექსპერტმა მიგრანტთა გადინების რისკებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც დიდ გამოწვევად არ მიაჩნია  საინვესტიციო ბანკირს.

ოთარ ნადარაია (TBC კაპიტალის მთავარი ეკონომისტი) ამ ნაწილში მცირე დანაკლისს ელის, რადგან მიგრანტები შინ კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდებიან, რასაც ავტომატურად მოყვება  სამეზობლო ქვეყნების, მ.შ. რუსეთ-უკრაინის ეკონომიკის ზრდა, რომლის პოზიტივიც საქართველოსთვის გადინების ეფექტს დააბალანსებს.

ამასთან, საინვესტიციო ბანკირის თქმით, 10.1%-იან ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტთა კონტრიბუცია მაღალია, თუმცა ამის გარეშეც მიაღწევდა ზრდა 8-8.5%-ს, რადგან სხვა მდგენელებიც (ექსპორტი, იმპორტი, ინვესტიციები ...) გაუმჯობესებულია.

მან საკრედიტო აქტივობის გაზრდის საჭიროებაზე განაცხადა, რაც დეკემბრის სტატისტიკი, წლიურად ზომიერზე დაბალია. მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის  მოთოკვა კი გაუმართლებელია, იმ პირობებში როცა ინფლაციის ზრდა საკრედიტო აქტივობას არ გამოუწვევია. ოთარ ნადარაის თქმით, გამოდის, რომ იმას  ვთოკავთ, რაც მოთოკვადია, რისი ბერკეტიც გვაქვს და ვამბობთ რომ მიზეზიც ეს იყოს.

მისი თქმით,  საკრედიტო აქტივობა ეკონომიკურ ზრდას უნდა აღემატებოდეს. ანუ 10%-იანი ზრდის პირობებში სესხების 2% -იანი ზრდა (ინფლაციის გათვალისწინებით და კურსის ეფექტის გამორიცხვით) ზომიერზე  დაბალია.

სებ-ს კი 2-3% -იანი, იგივე + 12-13% (ინფლაციის გაუთვალისწინებლად) მიაჩნია უსაფრთხოდ, ანუ მდგარადად.

24 თებერვლამდე (რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე) მარეგულირებლისთვის 20%-იანი ზრდაც მისაღები იყო, იმ არგუმენტით, რომ მაშინ მაღალი საკრედიტო აქტივობა, მშპ-ს სწრაფად აღდგენის პირობებში ინფლაციურ რისკს არ აჩენდა.

საფინანსო ბაზარს იმედი აქვს, რომ სებ-ი მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის მოთოკვას მოეშვება. სასესხო რეგულაციებს გაზაფხულისთვის შეამსუბუქებს, დაპირებულ ზაფხულამდე. რაც განაკვეთების მატებას შეაკავებს, სესხებს გააიაფებას და საკრედიტო აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ინფლაციაში  > 6% ეგზოგენური ფაქტორების წილია (მ.შ. ტრანსპორტირების ხარჯი, რომელსაც შემცირების ტრენდი აქვს და ნელ–ნელა საქართველოზეც გადმოდის). ამ ფაქტორებში შედის 0.5% - ქირის ფასის გავლენა, რაც მიგრაციას უკავშირდება.

მიგრაციის ეფექტის ამოწურვაზე, სებ-ის მოლოდინიც გადაჭარბებულად მიაჩნია ნადარაიას. მიგრანტები საქართველოში უფრო ბევრი წელი დარჩებიან ვიდრე სებ-ს ჰგონია. 30% კი არც არასდროს დაბრუნდება უკან.

ამასთან ფიქრობს, რომ სებ-ს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაც დაგეგმილზე 1 სეზონით ადრე მოუწევს, ზაფხულის ნაცვლად გაზაფხულზე. რადგან ინფლაციური მოლოდინები უფრო ადრე შეიცვლება, ვიდრე სებ-ი მოელის.

სებ-ი ოთხშაბათს წლის პირველ მპკ-ს მართავს, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბოლოჯერ გაუძღვება.

Businesspartner