სებ-ი დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირების პერსპექტივას ხედავს
საბანკო სექტორში ფიზ/იურიდიული პირების დეპოზიტები II კვარტალში 3.3 მილიარდით გაიზარდა. H1/2023-ისთვის 46,7 მლრდ ლარამდეა.
პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი მაღალია, 51%, თუმცა როგორც სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ერგეშიძემ აღნიშნა, არარეზიდენტების დანაზოგების გამორიცხვით, 45%-იანი დოლარიზაციაა და გალარების ტენდენცია შეინიშნება.
"ბიზნესპარტნიორის" ოთხშაბათის ეთერში სანდრო ერგეშიძემ ლარიზაციის კამპანიისთვის s&p-ის მაღალ შეფასებაზეც აღნიშნა. რისკების მიტიგაციისთვის სებ-ის მიერ გადადგმულ დროულ და ოპტიმალურ ნაბიჯებზე. მ.შ.ბოლო რეგულაცია იყო არარეზიდენტების დეპოზიტებზე 80%-იანი ლიკვიდობის მოთხოვნა.
მისი თქმით, ლარის მიმართ დეპოზიტარების ნდობა გაზრდილია. თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად დოლარიზაცია კვლაც გამოწვევად რჩება. გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ მოწყვლადი ფიზიკური თუ იურიდიული პირი ბევრია.
ბანკების ფიზ/იურიდიული პირების დეპოზიტებით
| ₾ | H1/2023 | Q1/2023 |
| საქართველოს ბანკი | 18,712,656 | 17,377 |
| თიბისი ბანკი | 18,690,155 | 17,021 |
| ლიბერთი ბანკი | 2,763,166 | 2,730 |
| ბაზისბანკი | 1,889,879 | 1,879 |
| ქართუ ბანკი | 1,116,380 | 0,978 |
| ტერა ბანკი | 982,295 | 0,916 |
| პროკრედიტ ბანკი | 921,890 | 0.886 |
| კრედო | 737,671 | 0.667 |
| ₾ | 000 ₾ | ₾მლრდ ₾ |
წყარო: კომერციული ბანკები
