ფინანსები
15/09/2023

სებ-ი: აგვისტოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 14.1%-ით შემცირდა

2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287.0 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.

სებ-ის ინფორმაციით, აგვისტოში ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 60.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა (კლება 45,61%),  მეორე ადგილზეა  45.01 მლნ დოლარით იტალია იკავებს, წლიური ზრდა 23.02%-ია.

შემდეგ მოდის აშშ. ამ შემთხვევაში აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.19 მლნ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა გერმანია 20.35 მლნ დოლარით (წლიური ზრდა  33.49%).  მეოთხე ადგილს საბერძნეთი იკავებს თითქმის 19.88 მლნ დოლარით (წლიური ზრდა 5.99%).  ფულად გზავნილებში მეხუთე ადგილზეა 18.7 მლნ დოლარით ყაზახეთი, საიდანაც ზრდა 55%-ია.

2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი (76.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0%-ით ნაკლებია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023