ფინანსები
20/10/2023

სავალუტო სესხის გაცემა მიკრობანკსაც შეეძლება თუ არა მომავალ კვირას გაირკვევა

300 000 ლარამდე სესხები უცხოურ ვალუტაში, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მიკრობანკის ჰეჯირებული კლიენტებისთვის, და რა შესწორებები შევა მიკრობანკის შესახებ კანონში, - ამ და სხვა საკითხებზე სებ-ში კონსულტაციები მომავალ კვირას გაიმართება. 

მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარის ნინო დევდარიანის განცხადებით, შესაძლო ცვლილებებზე სებ-ში შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

მისი თქმით, ბაზარს მოლოდინი აქვს, რომ გაცხადებული ცვლილებები, რომელიც  სებ-ის საზადამხედველო სუბექტებს (ბანკი, მისო, სგს...) ეხება, მიკრობანკებზეც გავრცელდება.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, ყველა ვალდებულება გაწერილი იქნება წესში, რომელსაც სებ-ი 1-2 კვირაში გამოაქვეყნებს. მისი ინფორმაციით, მიკრობანკის ლიცენზიის მიღებაზე ზედამხედველისთვის ჯერ არცერთ სუბიექტს მიუმართავს. წესის ამოქმედებამდე  დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ ჰეჯირებულ კლიენტებზე 300 000 ლარამდე სავალუტო სესხის გაცემა ამჟამად მოქმედ ყველა სუბიექტს შეეძლება.

ამ დრომდე გამოცემული სამართლებრივი აქტებით, მიკრობანკს, რომელსაც კანონი, სესხის ზედა, 1 მილიონიან ზღვარს უწესებს, სავალუტო დაკრედიტება, ნებისმიერი მოცულობით, როგორც ჰეჯირებული ასევე არაჰეჯირებული კლიენტისთვის ეზღუდება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022