სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გაიზარდა
მაისში სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტით ლარის ვაჭრობის უდიდესი ნაწილი 98.6% სპოტ გარიგებებით მოხდა, რამაც 1.13 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, აპრილის მონაცემთან შედარებით ზრდა 151 მლნ აშშ დოლარით მეტი, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 288.4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
სპოტ გარიგებების ძირითადი ნაწილი იურიდიულ პირებზე (69.4 პროცენტი) მოდიოდა, დანარჩენი კი შინამეურნეობებზე (25.9 პროცენტი) და არარეზიდენტ ბანკებზე (1.1 პროცენტი).
საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციების წილი კი 3.6 პროცენტი იყო.
მაისის განმავლობაში ერთჯერადმა მსხვილმა ტრანზაქციამ, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ობლიგაციის დაფარვამ, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გაზარდა. იმისათვის, რომ აღნიშნული ტრანზაქცია კურსის გადაჭარბებულ მერყეობაში სებ-მა ბაზარს 40 მლნ დოლარი მიაწოდა. გარდა ამისა, Bloomberg-ის სისტემით, წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით 0.5 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
საერთო ჯამში, სპოტ გარიგებებით დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ ბანკებისგან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნამ 505.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 46.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო წლიურად 217.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.