ფინანსები
23/07/2020
ავტორი: Business Partner

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი 15 აგვისტოს დამტკიცდება

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი 15 აგვისტოს დამტკიცდება. როგორც "ბიზნესპრტნიორისთვის" გახდა ცნობილი, მასში ბოლო შესწორებები შედის. მუშაობის დასრულების შემდეგ კი დოკუმენტს საინვესტიციო საბჭო დაამტკიცებს. 

დღეის მდგომარეობით საპენსიო აქტივების ჯამური მოცულობა 870 მილიონ ლარია. აქედან 663 მილიონი ლარი ინვესტირებულია სასერტიფიკატო დეპოზიტებში და მათ უკვე დაერიცხათ 33 მილიონი ლარის სარგებელი, დანარჩენი 207 მილიონი ლარი ინვესტირებულია სარგებლიან საბანკო ანგარიშებზე.

საერთო ჯამში, საპენსიო აქტივებზე ჯამური სარგებელი 11.5%-ია.

Businesspartner