საპენსიო სააგენტომ დაახლოებით ₾7.5 მლნ-ის პენსია უკვე გასცა
საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარე გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ 13 იანვრის მდგომარეობით, ფონდი არის დაახლოებით 3 მლრდ ლარამდე, დარიცხული სარგებელი 450 მლნ ლარს შეადგენს.
„საპენსიო რეფორმის ყველაზე სწორი ტესტი იქნება ის, როდესაც ფონდი მასიურად დაიწყებს პენსიების გაცემას და ეს დაახლოებით 13-14 წელიწადში მოხდება. დღეს უკვე გაცემულია დაახლოებით 7.5 მლნ ლარი 3000-ზე მეტ მონაწილეზე. საშუალოდ, 1 ბენეფიციარზე გაცემული პენსია 3000 ლარამდე გამოდის. რეფორმა საკმაოდ ახალგაზრდაა, 4 წელია რაც ოპერირებს და ამ ეტაპზე ფონდს აკუმულოირების პერიოდი აქვს, როდესაც ხდება ძირითადი თანხების შემოსვლა და მისი ინვესტირება “-აცხადებს მელიქიძე.
რაც შეეხება დაცულობას, საპენსიო დანაზოგი დაცულია კანონით და მასზე არ მოქმედებს არც აღსრულება, არც ინკასო და არც არანაირი სხვადასხვა ყადაღა და მსგავსი. გარდა ამისა, კანონმა შემოიყვანა ყველა საპენსიო დანაზოგის ცენტრალური შემნახველი (სპეც დეპოზიტარი) რომლის მარეგულირებელი ეროვნული ბანკია. შემნახველი ბანკი კი „საქართველოს ბანკია“.
შეგახსენებთ, საპენსიო ფონდი არსებობს 2019 წლის 1 იანვრიდან. სწორედ ამ პერიოდიდან ინვესტირებულმა კონტრიბუციებმა სწორედ ამ დღიდან 41%-იანი მოგება მოიტანა. როგორც მელიქიძე აცხადებს, აღნიშნულ პერიოდში ინფლაცია დაახლოებით 37% იყო.