ფინანსები
19/10/2023

სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა 3%-ით გაიზრდება

დაკრედიტების წლიური ზრდა 15%-მდეა, სადაც 4% სამომხმარებლო სესხების წილად მოდის. მოცულობა 9 მლრდ ლარამდეა.

ფინანსისტები არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადის 4 წლამდე დაგრძელვადიანებით ეკონომიკაზე საგრძნობ ეფექტს არ ელიან. 

"ქუდოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ჟვანიამ "ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას განაცხადა, რომ რეგულაციის შერბილება მოთხოვნას 3-4%-ით გაზრდის. ცვლილება მხოლოდ მცირე სეგმენტზე იმუშავებს და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის ეფექტი ვერ ექნება.

შესაბამისად ეს ჯერ კიდევ ის არ არის რასაც საფინანსო სექტორი ელის. მარეგულირებელთან კონსულტაციები მიმდინარეობს ახალ ინიციატივებზე, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტისთვის გარკვეულ სტიმულებს გულისხმობს.  

ამასთან ირაკლი ჟვანიამ აღნიშნა რეგულაციის შემსუბუქების პოზიტივზე, რისი შესაძლებლობაც დაბალმა ინფლაციამ და ოპტიმალურმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა განაპირობა. 

სამომხმარებლო სესხის ვადა 2022 წლის 15 აგვისტოს შემცირდა, პოტენციური მსესხებლის წინასწარ გაუფრთხილებლად. აღნიშნული ინსტრუმენტი მარეგულირებელმა მთლიანი დაკრედიტების 1%-ით შემცირებაზე გათვალა.

რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობებზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ოთხშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ. 

აღნიშნა, რომ ბაზარზე მზარდი მოთხოვნის შენარჩუნების მიუხედავად რისკები არ არის. დაკრედიტების ზრდა მდგრადია.(მდგრადად მიიჩნევა ტემპი, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას უზრუნველყოფს)

 

Businesspartner