ფინანსები
12/04/2021

საკრედიტო რეესტრის შექმნაზე საბანკო სექტორმა სებ-თან კონსულტაციები დაიწყო

საკრედიტო რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით საბანკო სექტორმა ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები უკვე დაიწყო.

კომერციული ბანკები ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებენ იმას, რომ საკრედიტო რეესტრისთვის მათ შესაძლოა მოუხდეთ ისეთი ტიპის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დღესდღეობით პროგრამულად აღრიცხულიც არ არის.

„დღეის მდგომარეობით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ის, რომ შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა გამოითხოვოს იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც ამ ეტაპზე პროგრამულად აღრიცხულიც არ არის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება რომ მეტ ვადაში მოხდეს აღნიშნულ საკრედიტო რეესტრის ამოქმედების პროცესი,“ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვენელის განმარტებით, ეროვნული ბანკი მზადაა, საბანკო სექტორის შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღოს და გაითვალისწინოს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის შექმნაზე მუშაობს. საკრედიტო რეესტრისთვის დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება მხოლოდ კომერციულ ბანკებს ექნებათ, თუმცა მოთხოვნა ეტაპობრივად ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენელზე, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და სესხის გამცემ სუბიქტებზეც გავრცელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022