ფინანსები
15/12/2020

საქართველოში საპროცენტო განაკვეთები რეგიონში ყველაზე დაბალია - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის,კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთები რეგიონში ყველაზე დაბალია.

„ბანკისთვის ლიკვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას თუ არ შეუძლია, რომ მოკლევადიანი ვალდებულებები დააგრძელვადიანოს, ის ვერ გასცემს ბიზნეს სესხებს. რაც უფრო ძვირია ლიკვიდობის მართვა, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთები ქვეყანაში. საპროცენტო განაკვეთები კი ჩვენ რეგიონში ყველაზე დაბალი გვაქვს.

დღეს ლიკვიდობის არ მოწოდება ნიშნავს არა ხუთ პროცენტიან ეკონომიკის შემცირებას, არამედ მინუს 10-12 და მეტ პროცენტიან რეცესიას და ეკონომიკის განადგურებას.“- განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან“ სტუმრობისას. 

კობა გვენეტაძის განცხადებით, რეზერვები ის მაჩვენებელია,რომელსაც ყველა სერიოზული ინვესტორი აკვირდება.

„ეს არის გარკვეული ბუფერი, რომლითაც ყველა აფასებს იმას თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა კრიზისთან გამკლავებას. როცა ამის საშუალება გვქონდა და აუცილებელი იყო რეზერვების შევსება , ჩვენ ამას ვაკეთებდით. ბოლო სამი წლის განმავლობაში ვყიდულობდით დოლარს. ეს საჭირო იყო იმისთვის რომ სწორედ მსგავსი შოკისთვის ვყოფილიყავით მზად. ჩვენ რომ არ გვქონოდა საკმარისი რეზერვი, ვერ შევძლებდით ასე გაბედულად ხარჯვას. რადგან წელს უკვე ჩვენი რეზერვები ძალიან დაეცემოდა, რეიტინგები კი გაგვიუარესდებოდა. როგორც იცით, 886 მილიონი გვაქვს უკვე გაყიდული. მიუხედავად ამისა ადეკვატურობას ვინარჩუნებთ. შემდეგ წელს შეიძლება ჩამოვცდეთ ამ ზღვარს, მაგრამ მალევე დავუბრუნდებით.“- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020