ფინანსები
18/05/2021

საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი საფინანსო ორგანიზაციები

საქართველოს 9 საერთაშორისო საფინანსო კრედიტორი ორგანიზაცია ჰყავს. მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე აღებული ვალდებულებები, 2021 წლის 30 აპრილისთვის $5.4 მლრდ-ია (2020 წლის 30 აპრილისთვის $3.9 მლრდ).

ყველაზე მსხვილი კრეიდტოტი საფინანსო ინსტიტუტებს შორის მსოფლიო ბანკია, რომლის იმართ ქვეყანას 2.06 მლრდ მართებს. აქედან ნაწილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრების რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) მიმართ არსებული დავალიანებაა.

მეორე ადგილზე აზიის განვითარების ბანკი (ADB), რომლისაც საქართველოს 1.76 მლრდ დოლარის ვალი აქვს; მესამე ადგილი 760 მილიონი დოლარით ევროპის საინვესტიციო ბანკს უკავია.

 

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი

$/მლრდ

 

მსოფლიო ბანკი (IBRD, IDA)

2.06

 

აზიის განვითარების ბანკი (ADB)

1.76

 

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)

0.76

 

ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB)

0.23

 

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)

0.18

 

ევროგაერთიანება (EU)

0.16

 

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD)

0.03

 

სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO)

0.002

 

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 8 მლრდ დოლარს აღემატება, რაც 284.2 მლნ დოლარით არის გაზრდილი მარტთან შედარებით, წლიურ ჭრილში კი $2,315 მლრდ-ით.

ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების გარდა, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს.

Businesspartner