ფინანსები
20/03/2020
საქართველოს ბანკი სერვისების სრულ და უწყვეტ მიწოდებაზე აცხადებს
საქართველოს ბანკი, COVID -19 –ის გავრცელების მოუხედავად, სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას აგრძელებს.
ბანკის მენეჯმენტის ცნობით, შეუფერხებლად მუშაობს სწრაფი ჩაარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე გაძლიერებული რესურსით მუშაობს ცხელი ხაზი.
„საბანკო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება არ შეიზღუდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აუცილებელი იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რადგან საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება. ბანკის მომხმარებელი შეუფერხებლად შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით“, – აცხადებს ქვეყნის წამყვანი ბანკი და აღნიშნავს, რომ ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს.