ფინანსები
02/08/2023

"საფინანსო სექტორი არის ჯანსაღი და ეკონომიკურ ზრდაში დიდ როლს ასრულებს"

„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენი თავდაპირველი პროგნოზი იყო.“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, მარეგულირებელმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 6%-მდე გააუმჯობესა, თუმცა ეს კონსერვატიული მიდგომაა და არ არის გამორიცხული უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

„სულ მცირე 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული რომ მეტი იყოს. ეს ნიშნავს მეტ შემოსავლებს, ნიშნავს რომ მაღალი დასაქმების დონე შენარჩუნდება. თუმცა მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა ფასებზე არ უნდა იყოს ნეგატიური შედეგის მომტანი, ამას ფრთხილი პოლიტიკით მივაღწევთ. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელს, სურათი ასეთია: ორი ფაქტორია მთავარი - ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა. პირველ კვარტალში მომხმარებლის მხრიდან აქ კონტრიბუცია იყო შემცირებული, თუმცა ამას ჩვენ კვლავაც ვადევნებთ თვალყურს.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კარგია, რომ საქართველოში ინვესტიციები გააქტიურდა. ნათია თურნავამ ეკონომიკურ ზრდაში საფინანსო სექტორის როლი გამოყო.

„ეს არის საინვესტიციო გარემოს ამსახველი და საკმაოდ დიდი კონტრუბუტორია ეკონომიკურ ზრდაში. მე გამოვყოფდი საფანსო სექტორის წამყვან როლს ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი საფინანსო სექტორი არის ჯანსაღი, ძლიერი და კვლავაც ასრულებს ,მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ ზრდაში.“-განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner