ფინანსები
01/12/2021

სადაზღვევო ინდუსტრიას წმინდა მოგება 14%-ით შეუმცირდა

2021 წლის ათ თვეში სადაზღვევო კომპანიებმა 639,7 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, რაც 18%-ით გაზრდილია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზრდა ძირითადად ქონების, სამედიცინო და ავტოდაზღვევის სახეობებში მოზიდული პრემიის მატებითაა განპირობებული.

ამავე პერიოოდში 2020 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით არის შემცირებული შემცირებული. 18-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 39,5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგების შემცირების ძირითად მიზეზად კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული შემოსავლის კლება სახელდება.

სადაზღვვევო კომპანიებმა 31 ოქტომბრის მდგომარეობით მილიარდ ლარზე მეტი აქტივები დააგროვეს, რაც 3%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

2021 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022