ფინანსები
28/09/2020

სად განვათავსოთ საპენსიო აქტივები - 2023 წლის აგვისტოდან ბენეფიციარები არჩევანს თავად გააკეთებენ

2023 წლის 6 აგვისტოდან უკვე საპენსიო სააგენტოს ბენეფიციარებს შეეძლებათ თავად აირჩიონ რა ტიპის პორტფელში განათავსებენ საკუთარ საპენსიო აქტივებს.

როგორც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცერმა განმარტა, სამ წელში დაბალრისკიანი, საშუალო რისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელები იქნება ხელმისაწვდომი და მოქალაქე არჩევანს საკუთარი დისკრეციით გააკეთებს.

„ნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არასდროს გავცდებით იმ რისკის ლიმიტებს რაც დაწესებულია საინვესტიციო საბჭოს მხრიდან. დღეს მოქალაქეების საპენსიო აქტივები განთავსებულია რვა კომერციულ ბანკში არსებულ დეპოზიტებზე. ძალიან კარგ 11.1%-ში, რაც 2. 3%-ჯერ მეტია ვიდრე მიმდინარე ინფლაცია,“ - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო საპენსიო სისტემაში 1 მლნ მოქალაქეა ჩართული. ფონდში აკუმულირებული თანხა 993 მლნ ლარია და მას 11.1%-იანი საპროცენტო სარგებელი ერიცხება.

ამასთან, მოქალაქეთა აქტივებს სარგებლის სახით უკვე 100 მლნ ლარი აქვს დარიცხული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022