ფინანსები
08/06/2023

საბანკო სექტორი სავალუტო სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირებას წლის ბოლომდე არ ელის

საბანკო სექტორი სავალუტო სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირებას წლის ბოლომდე არ ელის. როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ბიზნესპარტნიორთან“  აღნიშნა, ამ კუთხით, ოპტიმისტური მოლოდინების საფუძველი არ არსებობს.

„უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე ვერ მექნება ოპტიმისტური მოლოდინები, რადგან საპროცენტო განაკვეთები მზარდი ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ ევოკავშირში და აშშ-ში ინფლაციის კლების დინამიკაა, ფასების ზრდა მაინც კვლავინდებურად გამოწვევად აღიქმება. ამიტომ მგონია, რომ წლის ბოლომდე უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების კუთხით მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. პირიქით, უფრო ზრდის პროგნოზი გვაქვს.“-განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, სექტორი ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთის კლებას წლის ბოლომდე კვლავ ელის, შესაბამისად მოლოდინია, რომ ლარში გაცემული სესხები გაიაფდება, მომხმარებელთა მხრიდან აქტივობა კი, გაიზრდება.

ამასთან, ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, სადეპოზიტო პორტფელის ზრდის დინამიკა ძველ ნიშნულებს უბრუნდება.

„2022 წელი იყო გამორჩეულად მზარდი ხასიათის ამ კუთხით, გვქონდა პერიოდი, როცა ისტორიაში პირველად სადეპოზიტო პორტფელმა გადააჭარბა საკრედიტო პორტფელს. დღეის მდგომარეობით კი, სადეპოზიტო პორტფელი სტაბილურად ზრდას აგრძელებს და ძველ დინამიკას უბრუნდება.“-აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022