
საბანკო სექტორი მორიგი გამსხვილებისთვის ემზადება
საფინანსო ბაზარი იცვლება. საბანკო სექტორი, რომლის წილი მუდმივად მზარდი იყო (2019 - 93.26%, 2018 -92.5%), ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებს (მისო, სადაზღვევო, საბროკერო, ლომბარდი) გაფართოების საშუალებას აძლევს, მცირედით.
ბაზარზე ბანკების წილი 0.3%პ-ით შემცირებულია, თუმცა სხვა სექტორებს მაინც წვრილი სეგმენტი რჩება, სულ, 5.2%.
საფინანსო ბაზარი 2022 2021
სექტორი |
წილი |
წილი |
% |
საბანკო |
94,8 |
95.07 |
% |
მიკროსაფინანსო |
2.56 |
2.47 |
% |
სადაზღვევო |
1.54 |
1.53 |
% |
ლომბარდები (სგს) |
0.82 |
0.78 |
% |
საბროკერო |
0.32 |
0.14 |
% |
საკრედიტო კავშ |
0.00 |
0.00 |
% |
საფონდო ბირჟა |
0.01 |
0.01 |
% |
წყარო: სებ-ი
ამ დროისთვის საფინანსო ბაზარი 14 ბანკით არის წარმოდგენილი (სანქცირებულ ვითიბის აღარ ვთვლით. დამატებულია ციფრული ბანკი "პეისერა" ) 906 ფილიალით და სერვისცენტრით (9.3 მლრდ ლარის სააქციო კაპიტალით.
ბაზარზე 36 მისოა, 176 სგს (სესხის გამცემის სუბიექტი), 691 სავალუტო ჯიხური; 18 სადაზღვევო კომპანია; საპენსიო 5 ფონდი (მ.შ საპენსიო) და საფონდო ბირჟა.
წლის ბოლომდე წილები ხელახლა გადანაწილდება, რადგან რამდენიმე მსხვილი მისო (კრისტალი, ემბისი...) მ/ო ბაზრიდან გადის და საბანკო სექტყორში ინაცვლებს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მიკროსაბანკო ბაზარზე კიდევ რამდენიმე ახალი სუბიექტი აპირებს შესვლას, სავარაუდოდ საბანკო სექტორის წილი კვლავ გაიზრდება. მისოს და ახალ მოთამაშესაც, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა თანაბარი განაკვეთით (₾ 100 000) მოუწევს.
საფინანსო ბაზრის სატარიფო სქემა
სექტორი |
მოსაკრებელი |
₾ | |
ბანკი |
200 000 |
მიკრობანკი |
100 000 |
მ/ორგანიზაცია |
50 000 |
საფონდო ბირჟა |
20 000 |
ს/კავშირი |
10 000 |
სგს |
10 000 |
აგენტი |
5 000 |
სავალუტო პუნქტი |
3 000 |
სადაზღვევო |
500 |
წყარო: ეროვნული ბანკი