ფინანსები
02/02/2021

საბანკო სექტორი ლარიზაციის პროცესში არსებული რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვს

საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბანკების რეკომენდაცია ლარიზაციის პროცესში არსებული რეგულაციების დროებითი შემსუბუქებაა. ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, ამ კონტექსტში 200 ათას ლარიანი ჭერის შემცირება და სავალუტო მოზიდვაზე რეზერვის მოთხოვნის შემსუბუქება განიხილება.

„დღეის მდგომარეობით შემიძლია ვთქვა, რომ საბანკო სექტორის მხრიდან არის რეკომენდაცია - შემსუბუქდეს ლარიზაციის პროცესისთვის გადადგმული შეზღუდვები, რაც მოკლევადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ბაზარზე ვალუტის მიწოდებას. მართალია, რეგულაციების შერბილება თავის მხრივ ლარიზაციის პროცესს შეაფერხებს, თუმცა საბანკო სექტორს უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს აარიდებს. ლარიზაციის პროცესს ლარის კურსის გაუფასურებაც მნიშვნელოვნად აზიანებს. ამასთან, მიუხედავად აქტიური დედოლარიზაციის პოლიტიკისა, ჯერ ლარიზაციის პროცესი სრულად ნამდვილად არ განხორციელებულა, მის წარმატებაზე შეიძლება ვისაუბროთ მას შემდეგ რაც 30%-ს ჩამოსცდება დოლარიზაციის მაჩვენებლები საბანკო სისტემაში,“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

2017 წლის იანვრიდან ლარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ბანკებს 100 ათას ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აეკრძალათ. 2019 წლიდან კი აღნიშნული ზღვარი 200 ათას ლარამდე გაიზარდა.

Businesspartner