ფინანსები
                                18/09/2023
                                
                            "საბა" 2023-ის საიუბილეო დაჯილდოების თარიღი ცნობილია
ლიტერატურული პრემია "საბასთვის" წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 21 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და თიბისი ბანკმა კონკურსი ერთად დაარსეს.
საზეიმო ცერემონია გაიმართება 19 სექტემბერს, 21:00 საათზე შატო მუხრანში, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 11 ნომინაციაში გამოავლენს. წელს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი, რომელიც ჟიურიმ უკვე განიხილა და 8 ნომინაციაში ფინალისტების სიაც ცნობილია. ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგი ნომინაციებიდან:
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
 - საუკეთესო პიესა
 - საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
 - უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
 - საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
 - საუკეთესო პროზაული კრებული
 - საუკეთესო პოეტური კრებული
 - საუკეთესო რომანი
 - მკითხველის “საბა”
 - ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
 - მკითხველის “საბა”
 - საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში
 
დაელოდეთ, „საბა“ 2023-ის დაჯილდოებას 19 სექტემბერს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია ფორმულას და საბასა და თიბისის Facebook გვერდებზე.
 
