რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოსა და თურქეთის ობლიგაციებს საუკეთესო შედეგები აქვთ
აგვისტოში რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოსა და თურქეთის ობლიგაციებს საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.
Galt&Taggart-ის მონაცემებით, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ბელარუსის ობლიგაციამ აჩვენა, რაც პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს განმავლობაში ბაზრის განწყობები რეგიონის სახელმწიფო
ევროობლიგაციებზე არაერთგვაროვანი იყო.
BELARUS 23-მა აგვისტოში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ობლიგაციაზე შემოსავლიანობა 9.7%-მდე გაიზარდა 17 აგვისტოს მდგომარეობით, ხოლო თვის ბოლოს 7.5%-იან ნიშნულს დაუბრუნდა.
დანარჩენი რეგიონის ქვეყნების ობლიგაციებიდან GEORGIA 21-მა და TURKEY 21-მა აჩვენეს
ყველაზე კარგი შედეგი, შემოსავლიანობა შესაბამისად 91სპ-ით და 100სპ-ით შემცირდა აგვისტოს თვეში. აგვისტოში ასევე შემცირდა შემოსავლიანოვა UKRAINE 21 ობლიგაციაზე (-74სპ). სხვა ობლიგაციების მაჩვენებლები აგვისტოში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.