ფინანსები
02/08/2023

რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შემცირდება

ფინანსურ სტაბილურობას შიდა ფაქტორების მხრიდან საფრთხეები არ ემუქრება. საფინანსო სექტორის რისკების შეფასებისას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ საფრთხის მატარებელია მხოლოდ გარე ფაქტორები.

გეოპოლიტიკური ვითარება მწვავეა, ესკალაცია მაღალი. ომი გადაეცემა საგარეო ბაზრებს. ცვლილებები კი აისახება ჩვენ ქვეყანაზეც, რომლის ეკონომიკა დიდწილად არის იმპორტზე დამოკიდებული. 

ამასთან აღნიშნა გარკვეულ ინფლაციურ რისკებზე, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკიდან მომდინარეობს. ბაზარზე მაღალი მოთხოვნა განაპირობებს ინფლაციაზე წნეხს. თუ აღნიშნული რისკები არ რეალიზდება, სებ-ი მპ-ის ზომიერად შერბილებას გააგრძელებს.

ეკონომიკური ზრდის სებ-ის პროგნოზი >6%-ია. 0.6%-იან ინფლაციაში შიდა ინფლაცია 8.5%-ია, რომელიც შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. კლების ტემპს ანელებს მომსახურების სექტორი. სერვისების, მათ შორის ტურისტების მომსახურების სიძვირეზე თურნავამ აღნიშნა კიდეც. შიდა ინფლაციის სხვა კომპონენტები, მ.შ ქირა კარგ ტრენდს აჩვენებს, 0.9%-მდეა შემცირებული.

საფინანსო სექტორის რისკები მინიმუმამდე მიტიგირებულია. თუმცა გეოპოლიტიკა და დოლარიზაცია  კვლავ გამოწვევად რჩება. სებ-ის მუდმივ მონიტორინგშია უძრავი ქონების ბაზარი, რომ საჭირო დროს იზრუნოს რისკების განეიტრალებაზე. გადახურების რისკებს აჩენს მაღალი ზრდა. როგორც სებ-ში განმარტავენ მიწოდების მხრიდან საფრთხე ნაკლებადაა. პოტენციურ რისკად მოიაზრება მოთხოვნის შემცირება, პიკის გადავლის შემდეგ. 

მპკ-ის ოთხშაბათის სხდომა ნათია თურნავასთვის იყო პირველი, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში პირველად გაუძღვა და რეფინანსირების განაკვეთის 1/4 პუნქტით შერბილების გადაწყვერუილება მიიღო, 10,25%-მდე. 

ასევე განაცხადა წლის ბოლომდე განაკვეთის 9.5%-მდე შემცირების სებ-ის პროგნოზზე.