ფინანსები
16/12/2022
ავტორი: Business Partner

ყველაზე ძვირი კრედოს სესხია

ესტონურ მოდელზე საბოლოო უარით იმედგაცრუებული ბანკებისგან სასესხო განაკვეთების აწევას ფინანსთა მინისტრი გამორიცხავს.

ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა რომ სესხის გაძვირებაზე არც მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდილი განაკვეთი იმოქმედებს.

მისი თქმით, პრიორიტეტი ფისკალური კონსოლიდაციაა. სამაგიეროდ ბიუჯეტის დეფიციტი ჩამოდის 2.8%-მდე. მისი ლოგიკით, დაბალიც ყოფილა გადასახადი მაგრამ პროდუქტებზე არ ასახულა.

ბანკები სამომხმარებლო სესხებით და საპროცენტო განაკვეთით**

 

 

 

 

 

საქართველოს ბანკი

2.9 მლრდ

19.4%

თიბისი ბანკი              

2.2 მლრდ

21.0%

ლიბერთი ბანკი

890 მლნ

31.5%

კრედო

765 მლნ

34.1%

ბაზისბანკი

206 მლნ

წყარო: ბანკები

** Q3/2022-ში გაცემულ სესხებზე ეფექტური საშ. შეწონილი განაკვეთი

  • ბაზისბანკს ანგარიშგებაში არ აქვს მითითებული